Belive

ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრებს ფერნანდუ სანტუში აღარ უხელმძღვანელებს. მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, სანტუშმა განაცხადა, რომ მისი მომავლის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ისაუბრებდა.

,,პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ფერნანდუ სანტუშსა და მის სამწვრთნელო შტაბს რვა უნიკალური წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის. ეს მადლიერება, ასევე, პორტუგალიელი ხალხის სახელითაცაა გამოხატული,'' - წერია ფედერაციის განცხადებაში.

68 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2014 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები