Belive

სანტიაგო ბერნაბეუზე მესის საკულტო მაისურის "გამოფენა" გაიმეორეს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

3 წელი გავიდა, რაც მესიმ "ბარსელონა" დატოვა, თუმცა დღეს სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას კიდევ ერთხელ მოუხდა მათთვის არასასიამოვნო საკულტო აღნიშვნა გაეხსენებინათ.

ცნობილი არგენტინელი სტრიმერი, ლაუტარო დელ კამპო, უფრო ცნობილი კი როგორც "კობრა", კრივის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებას "რეალის" სტადიონი მასპინძლობდა. დელ კამპოს მოწინააღმდეგე მისივე თანამემამულე გუანიარი იყო. "კობრამ" მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და როგორც კი მას ქამარი გადასცეს, აღნიშვნის დროც დადგა. არგენტინელმა სტრიმერმა დამსწრე საზოგადოებას ზუსტად იმავე სტილში უჩვენა მესის 10-ნომრიანი მაისური, როგორც ეს თავად მესიმ, 2017 წლის 23 აპრილს გააკეთა. ლეომ მაშინ ბოლო წამზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ბარსელონას 2:3 მოაგებინა.

სხვა სტატიები