Belive

ოფიციალურად: ლეო მესიმ ინტერ მაიამისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად: ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ინტერ მაიამისთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა, ეს ინფორმაცია MLS-ის გუნდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, გასულ კვირას გავრცელდა, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურდა.

38 წლის ფეხბურთელი ინტერ მაიამიში 2023 წელს გადავიდა და მიმდინარე წლის ბოლოს კონტრაქტი ეწურებოდა, მესიმ ამ ხნის განმავლობაში ამერიკული გუნდის მაისური 82 შეხვედრაში მოირგო და გაიტანა 71 გოლი, გააკეთა 37 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები