Belive

სანიოლი თურქეთთან მატჩის წინ: ,,ჩვენი ფეხბურთელები არ ღელავენ''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, თურქეთთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ვფიქრობ, ფეხბურთელები არ ღელავენ, ისინი აღტაცებულები არიან და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს დიდი აღნიშვნა იქნება!

რა სიტყვებით გავუშვებ ფეხბურთელებს მოედანზე? ჩვენი მოთამაშეებისთვის მთავარია, რომ ორიენტირებულნი იყვნენ იმაზე თუ რა მოხდება მოედანზე. ისინი ემოციურად არიან განწყობილები და ცოტათი უნდა დამშვიდნენ.'' - თქვა სანიოლმა პირველი არხის ეთერში

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ, ისტორიულ შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები