სანიოლი: საუკეთესო თამაშზე ვართ კონცენტრირებულები
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
16 ნოემბერს, 21:00-ზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით ბოლო საშინაო მატჩს ჩაატარებს. "ჯვაროსნები" საშინაო მოედანზე უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინა დღეს, მედიასთან კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გააკეთა.
ბოლო მატჩშიც ვიხილეთ, რომ უკრაინა ძალიან ძლიერი გუნდია. მთავარი, რისი გამოსწორებაც ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ გვმართებს, მოედანზე მეტი აგრესიულობის ჩვენებაა.
ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვალა. საქართველოს ნაკრების სახით, წინ ახალი პროექტი გველის. ჩვენი გუნდი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზია და სამომავლოდ თაობათა ცვლა აუცილებლად იქნება.
რაც შეეხება ქულების რაოდენობას და პირველ ადგილზე გასვლის ალბათობას: მხოლოდ ის ვიცი, რომ ორი მატჩის მოგების შემთხვევაში პირველზე გავალთ. ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება არ არის, საუკეთესო თამაშზე ვართ კონცენტრირებულები და მჯერა, რომ ბოლოს იმას იღებ, რასაც იმსახურებ. - ვილი სანიოლი
ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით, კომენტარი ნიკა კვეკვესკირმაც გააკეთა.
ფეხბურთი დინამიკური სპორტია, სადაც რეზულტატიდან გამომდინარე, თავდაჯერებულობა და თვითრწმენა შეიძლება შეიცვალოს. ამ მხრივ, ჩემი აზრით, გასულმა შედეგებმა გუნდში რაიმე ცვლილება არ დაგვანახა და იმედი მაქვს, რომ ამას ხვალინდელ მატჩში გულშემატკივარს დავანახებთ.
მოზომილი სითავხედე და თავდაჯერებულობა აუცილებელი კომპონენტებია ფეხბურთისთვის და მჯერა, რომ გუნდს ეს ბალანსი აქვს. მთავარი მახასიათებელი არის, რომ ამ ჩვენს გუნდს არავისი ეშინია. - ნიკა კვეკვესკირი