მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა
13 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ჯგუფები დაკომპლექტდა.
მომავალ მუნდიალზე, რომელშიც 32-ის ნაცვლად 48 ნაკრები იასპარეზებს, ევროპას 16 წარმომადგენელი ეყოლება - 12 პირველადგილოსანი საგზურს პირდაპირ გაიფორმებს, 12 მეორეადგილოსანი კი, ერთა ლიგის 4 საუკეთესო ნაკრებთან ერთად, 2026 წლის მარტში პლეი-ოფში ითამაშებს და დარჩენილი 4 საგზურის მოპოვებას ეცდება.
წილისყრაში მონაწილეობა 54-მა ევროპულმა ნაკრებმა მიიღო (რუსეთი კვლავ დისკვალიფიკაციითაა დასჯილი), რომლებიც 12 ოთხ და ხუთგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის ჯგუფები
A-ჯგუფი: გერმანია/იტალია (გამარჯვებული), სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ლუქსემბურგი.
B-ჯგუფი: შვეიცარია, შვედეთი, სლოვენია, კოსოვო.
C-ჯგუფი: პორტუგალია/დანია (დამარცხებული), საბერძნეთი, შოტლანდია, ბელარუსი.
D-ჯგუფი: საფრანგეთი/ხორვატია (გამარჯვებული), უკრაინა, ისლანდია, აზერბაიჯანი.
E-ჯგუფი: ესპანეთი/ნიდერლანდები (გამარჯვებული), თურქეთი, საქართველო, ბულგარეთი.
F-ჯგუფი: პორტუგალია/დანია (გამარჯვებული), უნგრეთი, ირლანდია, სომხეთი.
G-ჯგუფი: ესპანეთინიდერლანდები (დამარცხებული), პოლონეთი, ფინეთი, ლიეტუვა, მალტა.
H-ჯგუფი: ავსტრია, რუმინეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კვიპროსი, სან მარინო.
I-ჯგუფი: გერმანია/იტალია (დამარცხებული), ნორვეგია, ისრაელი, ესტონეთი, მოლდოვა.
J-ჯგუფი: ბელგია, უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ყაზახეთი, ლიხტენშტეინი.
K-ჯგუფი: ინგლისი, სერბეთი, ალბანეთი, ლატვია, ანდორა.
L-ჯგუფი: საფრანგეთი/ხორვატია (დამარცხებული), ჩეხეთი, მონტენეგრო, ფარერები, გიბრალტარი.
UEFA #FIFAWorldCup qualifying groups: locked in. 🔐
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) December 13, 2024
ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეების გარკვევა წარმოადგენდა. ციურიხში გამართულ წილისყრაზე საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში გახლდათ განთესილი, საიდანაც E ჯგუფში მოხვდა. "ჯვაროსნები 4 გუნდიან ქვეჯგუფში იასპარეზებენ, სადაც ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს, თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.
E-ჯგუფი
ესპანეთი/ნიდერლანდები (გამარჯვებული)
თურქეთი
საქართველო
ბულგარეთი
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კალენდრის გარკვევის შემდეგ, სტატია განახლდება.