Belive

სანიოლი: "მეტოქის საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლის ავტორი კრისტიან ასლანი გახდა, რომელმაც გიორგი მამარდაშვილის კარი 48-ე წუთზე აიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გააკეთა.

"ჩემი გადმოსახედიდან, მატჩის მიმდინარეობისას, ჩვენ ბურთს უკეთ ვაკონტროლებდით და მეტოქეზე მეტი შანსიც გვქონდა. მარცხის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მეტოქის საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით.

ვიცოდით, რომ ალბანეთი დაცვითი ხაზიდან ითამაშებდა და ამ მიზეზით, შემტევი შემადგენლობა დავაყენე. ჩვენმა მოთამაშეებმა ახალ ტაქტიკას ალღო მარტივად აუღეს, თუმცა ბოლო პასი და დარტყმა გვიჭირდა. შეცდომა იყო ისიც, რომ იმ დროს, როდესაც ტემპი უნდა დაგვეწყნარებინა, ზედმეტად სწრაფად ვცდილობდით თამაშს.

ჯერ ვერ გეტყვით, მომავალში შევინარჩუნებთ თუ არა ახალ ტაქტიკას. არ ვიცი. წინ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ვითამაშოთ და ყოველთვის უნდა გვქონდეს მეორე გეგმა. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ტაქტიკით მომავალშიც ვითამაშოთ". - ვილი სანიოლი

სათადარიგო სკამზე შემტევითი პოტენციალის მქონე ფეხბურთელების არყოფნასთან დაკავშირებით, belive-ის შეკითხვას სანიოლმა შემდეგი პასუხი გასცა:

"თავიდანვე ჩემი საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე და სკამზე შემტევითი სტილის ფეხბურთელები ნაკლებად იყვნენ. ეს არ არის სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელების მიმართ კრიტიკა. გადაწყვეტილება სიტუაციიდან გამომდინარე მივიღე, თუმცა მართებულია ის მოსაზრება, რომ სკამზე შეტევითი პოტენციალის ნაკლებობა გვქონდა. საქართველოს ნაკრებს ქოჩორაშვილის მსგავსი მეორე ფეხბურთელი არ ჰყავს. ტაქტიკური ცვლილები სწორედ ამან გამოიწვია. უნდა შევეგუოთ ამ მოცემულობას და მუდმივად ვცადოთ სხვა შემადგენლობა, სხვა ტაქტიკა და საუკეთესო შედეგი დავდოთ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე." - სანიოლი

ფრანგი სპეციალისტმა გიორგი მიქაუტაძის საკითხიც განიხილა.

“მიქაუტაძე რთულ სიტუაციაშია. არასოდეს დავივიწყებთ, თუ რა აქვს მას ნაკრებისთვის გაკეთებული და ჩვენი მხრიდან, მას მუდმივად ექნება მხარდაჭერა. საკლუბო დონეზე მისი უთამაშებლობის საკითხი დღევანდელ მატჩზეც აისახა და თუ თამაშის ხარისხი არ გამოასწორა, ნაკრებშიც თამაშზეც იქონიებს გავლენას". - სანიოლი

4 მატჩის გამართვის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში მე-2 პოზიციას იკავებს. სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

ნაკრები

გოლები

ქულა

ჩეხეთი

7:7

7

საქართველო

5:3

6

ალბანეთი

3:4

6

უკრაინა

5:6

4

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს გამართავს: საშინაო არენაზე, ვილი სანიოლის გუნდი უკრაინას უმასპინძლებს.

სხვა სტატიები