სანიოლი: ,,კვარაცხელიას შესახებ მუდმივი საუბარი უხერხულია, საკუთარი ლიდერი ყველა გუნდს სჭირდება''
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მონღოლეთთან გასამართ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა:
,,მონღოლეთი სხვა კონტინეტის ნაკრებს წარმოადგენს და შესაძლოა, მათზე ბევრი ინფორმაცია ცნობილი არ იყოს, თუმცა მეტოქისთვის ვემზადებით, მათ მატჩებს ვუყურეთ და გავაანალიზეთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო დროს ნაკრებში მეტი ან შედარებით ნაკლები სათამაშო წუთები მიიღეს, ამიტომ ახალი სახეები გამოჩნდებიან, რათა ისინი გამოვცადო და ვნახო რა შეუძლიათ მათ.
პირველადაა გამოძახებული გაბრიელ სიგუა, რომელიც თავდაპირველად მორცხვი იყო და ეს ბუნებრივია, რადგან არავის იცნობდა. მე მას ვესაუბრე და ავუხსენი რა კომპონენტები აქვს გასაუმჯობესებელი. ის ერთ-ერთი იქნება, რომელის მარტის სანაკრებო მატჩებში საკუთარ სათამაშო წუთებს მიიღებს.
ასევე გეტყვით, რომ მონღოლეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდის კარს გიორგი ლორია დაიცავს, რომელიც კაპიტანიც იქნება.
ხვიჩას შესახებ იყო კითხვა და პროგრესი სახეზეა, ის არაჩვეულებრივ მწვრთნელთან მუშაობს. ხვიჩას შესახებ მუდმივი საუბარი უხერხულია, საკუთარი ლიდერი ყველა გუნდს სჭირდება, ეს ყველა ნაკრებში ასეა, საბოლოო წარმატებას გუნდი აღწევას და არა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი. თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ამ ტურნირზე მთლიანი ნაკრები ითამაშებს და არა მხოლოდ ხვიჩა.
მახსოვს ის პერიოდიც, როდესაც მის შესახებ არასახარბიელო კომენტარები კეთდებოდა. ცხადია, ეს მიდგომა შეცვლილია, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და არ უნა დაგვავიწყდეს, რომ მას ყველაფერი ჯერ ისევ წინ აქვს. ხვიჩა ნამდვილად სამაგლითო თანაგუნდელია.
ჩემმა ფეხბურთელემა კარგად იციან, რომ მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. მე მათგან დისციპლინასა და პროფესიონალურ მიდგომას ვითხოვ.
ბათუმში შესანიშნავი გარემოა, გვახსოვს შვედეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი და ის გულშემატკივრობა, რომელიც ამ შეხვედრას თან სდევდა. ჩვენს გულშემატკივარს დიდ პატივს ვცემ და მათთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ,'' - განაცხადა ვილი სანიოლმა.
ხვალ საქართველოს ნაკრები მონღოლეთს ბათუმში უმასპინძლებს, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.