სანიოლი: ,,კიტეიშვილი თურქეთთან მატჩს გამოტოვებს''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, თურქეთთან მატჩში საქართველოს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.
„ოთარ კიტეიშვილისა და საბა კვირკველიას მდგომარეობას რაც შეეხება, კვირკველია სათამაშოდ მზად არის, ხოლო კიტეიშვილი თურქებთან შეხვედრას გამოტოვებს.
კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს რაც შეეხება, მისთვის მთავარი თურქეთთან ხვალინდელი მატჩია. ლოგიკურია, რომ ხვიჩას საკლუბო მომავალზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ დარწუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ის თურქეთთან თამაშზეა კონცენტრირებული.
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილის არყოფნას, ბუნებრბრივია, ეს ჩვენი გუნდისთვის დანაკლისია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოთარი ჩეხეთთან მეორე ტურის მატჩისთვის მზად იქნება!'' - ვილი სანიოლის სიტყვებს პირველი არხი ციტირებს
ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველ, ისტორიულ შეხვედრას გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.