ევრო 2024-ის სიმბოლურ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა | ESPN
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ფრედ 1:1 ითამაშა, პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან 45+4 წუთზე გაიტანა და უკვე მეორედ ნიდერლანდური ESPN-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი მოხვდა საუკეთესო თერთმეტეულში და ეს რა თქმა უნდა გიორგი მამარდაშვილია, მან მეორე სათამაშოს დღეს ყველაზე მაღალი 9.8 შეფასება დაიმსახურა. გიორგის ჩეხეთის წინააღმდეგ 11 სეივი ჰქონდა.
სიმბოლური გუნდი სრულად ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი
მცველები: იაკა ბიოლი, ვირჯილ ვან დაიკი, იოახიმ ანდერსენი
ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ფაბიან რუისი, ფილიპ მვენე, ვლადიმირ ცოუფალი
თავდამსმხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ჟერემი დოკუ, ნიკო უილიამსი