სანიოლი: ,,ისეთი რაღაცები დაგვაკლდა, რასაც მხოლოდ ასეთი დონის ტურნირებზე ასპარეზობით მივიღებთ''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, თურქეთთან წაგებული მატჩი შეაფასა:
,,წაგება სასიამოვნო არასდროსაა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ჩვენი გუნდით ვიამაყოთ. მგონი, იმდენივე შანსი გვქონდა, რამდენიც მათ.
უფრო დიდი სურათი უნდა დავინახოთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საქართველომ ბევრი შრომითა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდების ჩართულობით დაიმსახურა. ეს ტურნირი ამ ინვესტიციის ჯილდოა!
რა დაგვაკლდა? ცოტა ნიჭი, ცოტა გამოცდილება, ისეთი რაღაცები, რასაც მხოლოდ ასეთ ტურნირებზე ასპარეზობით მივიღებთ. რაც მეტ მსგავსი დონის შეხვედრას ჩავატარებთ, მით უკეთესები ვიქნებით!
დორტმუნდის სტადიონი ფანტასტიკურია, ფეხბურთისა და ემოციებისთვისაა შექმნილი! ზოგადად, ატმოსფერო შესანიშნავი იყო. არ ვიცი, თამაშმა შექმნა ასეთი ატმოსფერო, თუ პირიქით...'' - ვილი სანიოლი
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.
ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის მომდევნო მატჩს შაბათს, 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.