Belive

გერმანიის ნაკრებში წესები შეიცვალა - სასტუმროში ფეხბურთელების ოჯახის წევრებს აღარ შეუშვებენ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პირველივე დღიდან, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები საკუთარი ოჯახის წევრებს სასტუმროში რეგულარულად ხვდებოდნენ. იულიან ნაგელსმანი და სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევდა, რომ ოჯახის მხარდაჭერა გუნდის წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

თუმცა, ევრო 2024-ის მასპინძელთა მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელთა მეუღლეები და მეგობარი გოგონები ბაზაზე აღარ დაიშვებიან.

Bild-ის ინფორმაციით, ნაგელსმანი ფიქრობს, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემთხვევაში, მოთამაშეებს მატჩებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ ექნებათ.

გერმანიის ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მეოთხედფინალშია, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, 20:00 საათზე, შტუტგარტშია ჩანიშნული.

სხვა სტატიები