სანესთან დაპირისპირების გამო ბაიერნმა სადიო მანე დასაჯა
როგორც უკვე იცით, "სიტისთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ, გასახდელში ერთმანეთს სადიო მანე და ლეროი სანე დაუპირისპირდნენ. გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანემ მის თანაგუნდელს სახეშიც კი გაარტყა.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ბაიერნს" ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა, დააანონსეს, რომ მანე აუცილებლად დაისჯებოდა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენურმა კლუბმა სენეგალელი შემტევი "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანა. გარდა ამისა, მანე კლუბისგან სხვა სახის ჯარიმასაც მიიღებს. სავარაუდოა, რომ აღნიშნული სასჯელი დიდი რაოდენობით თანხა იქნება.
🚨 Bayern have suspended Sadio Mané after his fight with Leroy Sané after Man City game when he punched Sané in his face after having an argument during the match.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 13, 2023
Bayern announce that Mané will not be in the squad against Hoffenheim. In addition, the Senegalese will be fined. pic.twitter.com/3ZL3aKbWx5
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "ბაიერნის" განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.