Belive

"რაისზე და კაისედოზე უკეთესია" - პოლ სქოულზმა სანდრო ტონალი შეაქო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ვეტერანმა პოლ სქოულზმა დღესდღეობით პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა. 50 წლის ინგლისელმა The Overlap-თან საუბრისას თქვა, რომ ტონალი სხვებთან შედარებით უფრო მრავალფეროვანია.

მე არ მივიჩნევ მოიზეს კაისედოს როგორც უნივერსალური ნახევარდაცვის მოთამაშეს. ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ის ასევე ბრწყინვალე იყო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მე უბრალოდ უპირატესობას ვანიჭებ ნახევარდაცვის მაკონტროლებელ ტიპს, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ალექსის მაკ ალისტერიც ბრწყინვალე იყო გასულ სეზონში, ის ბევრ თამაშში შესანიშნავი იყო და ვფიქრობ სწორედ ეს აკლია ლივერპულს, მაგრამ მე სანდრო ტონალიც მიყვარს, ის ბრწყინვალეა, ძალიან კარგი და ამ ეტაპზე ალბათ ტონალის უფრო წინ დავაყენებდი.

ვფიქრობ ტონალი რაისზე უკეთესიც არის. არასწორად ნუ გამიგებთ ძალიან მომწონს რაისი, ის ბურთს ხშირად ეხება და ცდილობს უფრო ელეგანდურად გამოიყურებოდეს და რა თქმა უნდა შეუძლია კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ ის ყველაფერ ამას საკმარისად კარგად ვერ აკეთებს. ორივე კარგი მოთამაშეა, მაგრამ მე ტონალი მირჩევნია. - პოლ სქოულზი

სხვა სტატიები