Belive

სალიჰ ოზკანი: "დისციპლინა და სიმარტივე - საქართველოსთან მოსაგებად ეს არის მთავარი..."

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და "დორტმუნდის ბორუსიას" მცველმა - სალიჰ ოზკანმა, საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ მისი ნაკრების შესაძლებლობებზე და მოსალოდნელ თამაშზე ისაუბრა.

"ჩემთვის დიდებული თამაში იქნება. ამ სტადიონს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან კლუბშიც აქ მიწევს თამაში და ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. ამ ყველაფერს კი ის ემატება, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვთამაშობ.

რაც შეეხება საქართველოსთან თამაშს - პირველ რიგში ამ მატჩში გამარჯვებისთვის სიმშვიდე, სილაღე და მინიმალური შეცდომის დაშვებაა საჭირო. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინირებულები ვიყოთ, რადგან მათ საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ.

რაც არ უნდა გააკეთოს ჩვენმა მეტოქემ, ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ და დავიცვათ ჩვენი მატჩის გეგმა. ამ თამაშში გაიმარჯვებს ის, ვინც ნაკლებს ინერვიულებს და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს..." - სალიჰ ოზკანი

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველ, ისტორიულ შეხვედრას გამართავს. მატჩი, რომელიც დორტმუნდშია ჩანიშნული, 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები