"სალაჰი ყველაზე ერთგული ეგვიპტელია, რომელიც ოდესმე მინახავს" - იურგენ კლოპი
აფრიკის ერთა თასზე მიღებული ტრავმის გამო, მო სალაჰი იძულებული გახდა, რომ ლივერპულში დაბრუნებულიყო და ინტენსიური სარეაბილიტაციო პერიოდი გაევლო. სუპერვარსკვლავის ამ ქმედებას, ეგვიპტელ გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და ზოგიერთმა მათგანმა, სალაჰის ერთგულება ეჭვქვეშ დააყენა.
მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი იძულებული გახდა დუმილი დაერღვია და მოჰამედ სალაჰის დაბრუნებასთან დაკავშირებით ესაუბრა. იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მო სალაჰი ყველაზე ერთგული ეგვიპტელია, რომელიც უნახავს და მის წინააღმდეგ აგორებული კრიტიკა უადგილოა.
ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციასა და "ლივერპულს" ერთი და იგივე ინტერესი აქვთ - ყველას გვსურს, რომ სალაჰი სწრაფად გამოჯანმრთელდეს. აფრიკაში რომ დარჩენილიყო და არასათანადო მკურნალობა მიეღო, ეს მხოლოდ უარეს შედეგს გამოიღებდა - განსაკუთრებით ეგვიპტისთვის, თუ, რა თქმა უნდა, "ფარაონები" ტურნირის მოგებას აპირებენ.
აქ იმისთვის არ ჩამოგვიყვანია, რომ ეგვიპტესთან დაგვეშორებინა - აქ სათანადო მკურნალობის გასაწევად დავაბრუნეთ. წინასწარვე შევთანხმდით, რომ ტუ ეგვიპტე ფინალში გავა და სალაჰი მწყობრში იქნება, მას ხელს არ შევუშლით და აფრიკის ერთა თასზე დაბრუნდება. ეს მოს სურს და ჩვენ მის სურვილს პატივს ვცემთ. თუ ვინმე სალაჰის ერთგულებას ეჭვქვეშ აყენებს, საკუთარ ერთგულებაზე დაფიქრდეს. სალაჰი ყველაზე ერთგული ეგვიპტელია, რომელიც ოდესმე მინახავს. - იურგენ კლოპი.
🚨 Klopp on Mo Salah: "If somebody really questions the loyalty of Mo Salah, I think he should ask himself if his loyalty is right".
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 25, 2024
"Mo Salah is the most loyal Egyptian I've ever met in my life". pic.twitter.com/xv9Spy6g3N
შეგახსენებთ, მოჰამედ სალაჰის ტრავმა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სალაჰი მოედანზე დაბრუნებას 3-4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.