Belive

ლივერპულს დიდი ალბათობით მეორე მეკარე დატოვებს - კელეჰერით პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერის შემდეგ, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მერსისაიდელთა მეკარეთა ბედი. დღეს ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა Football Insider-მა "ლივერპულის" მეორე მეკარის, კაოიმ კელეჰერის შესაძლო ტრანსფერის შესახებ დაწერა. წყაროში წერია, რომ ირლანდიელი მეკარის შეძენით დაინტერესებული არიან "ნიუკასლი" და ლონდონის "ჩელსი". კელეჰერს წითლებთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ როგორც გამოცემა იტყობინება მას გახანგრძლივება აღარ სურს და მისი გუნდიდან წასვლაც უფრო რეალური ხდება.

როგორც უკვე მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად არის "ლივერპულის" ფეხბურთელი და 2024/25 წლების სეზონს იჯარით "ვალენსიაში" ატარებს, სეზონის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელი მერსისადულ გუნდს შეუერთდება.

სხვა სტატიები