Belive

ლივერპულმა კიდევ ერთი მეკარე დაიმატა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა კიდევ ერთი მეკარე დაიმატა, ფრედი ვუდმენი მერსისაიდულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 28 წლის ფეხბურთელი ჩემპიონშიპის გუნდ პრესტონში თამაშობდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ კი უგუნდოდაა.

ლივერპულში ამჯერად 4 მეკარე ირიცხება, მათ შორისაა გიორგი მამარდაშვილი, ქართველის გარდა მათ ალისონ ბეკერი, არმინ პეკში და ფრედი ვუდმენი ჰყავთ.

ლივერპულის ოფიციალური გვერდის განცხადებით ვუდმენი არნე სლოტის გუნდთან ერთად ვარჯიშს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

სხვა სტატიები