სალაჰი 2024/25 წლების სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია
ლივერპულის ეგვიპტელი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (MVP) გახდა.
სალაჰი ლივერპულთან ერთად პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა, მან საჩემპიონო სეზონის 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 28 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სეზონის ბოლო თამაშამდე ეგვიპტელ ფეხბურთელს 46 საგოლე მოქმედება დაუგროვდა, რაც ერთ სეზონში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია, პრემიერ ლიგის რეკორდი 47 საგოლე მოქმედებაა, რომელსაც ენდრიუ კოული და ალან შირერი იზიარებენ.
მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრას მო სალაჰი კრისტალ პალასის წინააღმდეგ ჩაატარებს და სწორედ აღნიშნულ მატჩში შეუძლია რეკორდის გამეორება ან დამყარება. დაპირისპირება 25 მაისს 19:00 საათზე გაიმართება.
It had to be him...
— Premier League (@premierleague) May 24, 2025
Mohamed Salah is your @EASPORTSFC Player of the Season 🏆@LFC | @MoSalah pic.twitter.com/pY8pEjCruq