ისტორიული გადაწყვეტილება | სალაჰს თურქეთში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ
ტრაბზონის იომრას მუნიციპალიტეტი, მოჰამედ სალაჰის პატივსაცემად, ერთ-ერთ ქუჩას მის სახელს დაარქმევს. ინიციატივას საკრებულოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად დაამტკიცა.
იომრას მერის, მუსტაფა ბიიქის განცხადებით, ინიციატივის მიზანი, სალაჰის დაფასება და იმ სიხარულის გამოხატვაა, რომელიც ფეხბურთელმა ადგილობრივ გულშემატკივრებს მოუტანა. მისივე თქმით, ფეხბურთელის ტრაბზონსპორში გადასვლამ და იომრაში ცხოვრებამ, მუნიციპალიტეტს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.
კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა სალაჰს ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეგვიპტელი ფეხბურთელი კი, ამ ჟესტის გამო, ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო. ქუჩა იმ გზაზე მდებარეობს, რომლითაც ის სახლში ბრუნდება, ამიტომ ეგვიპტელი ფარაონი საკუთარი სახელობის ქუჩის ნახვას, ყოველდღე შეძლებს.
მერის თქმით, ეს ტრაბზონის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა, როდესაც ქუჩას უცხოელი ფეხბურთელის სახელს არქმევენ. მუნიციპალიტეტი სალაჰს გახსნის ცერემონიაზე მიიწვევს. როგორც ცნობილია, ქუჩა დაახლოებით, 20 დღეში გაიხსნება.
🚨JUST IN: The municipality where Mohamed Salah lives in Turkey plans to name a street after him.
— Polymarket Sports (@PolymarketSport) October 28, 2026
The council unanimously supported the proposal and the state approved it in just 1 week. pic.twitter.com/AMi9WVvWhD