სახალისო მომენტი - მანემ ჟურნალისტის კითხვას ვერ უპასუხა, რადგან არაბული კლუბები არ იცოდა
საუდის არაბეთში ახალ გადაბარგებულ სადიო მანეს, არაბეთის თასის ნახევარფინალის მატჩის დასრულების შემდეგ, კურიოზი შეემთხვა.
კერძოდ კი, სადიო მანეს, კრიშტიანუ რონალდუს და მარსელო ბროზოვიჩის "ალ ნასრი" საუდის არაბეთის თასის ფინალში გავიდა, ნახევარფინალში მათ კრიშტიანუ რონალდუს ერთადერთი გოლით "ალ შორტა" 0:1 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ არაბმა ჟურნალისტმა სადიო მანეს კითხვა დაუსვა, თუ ვინ სურდა მას თასის ფინალში მეტოქედ, სადიო მანემ კი ჟურნალისტს უპასუხა, რომ არცერთი კლუბი არ იცოდა და მისთვის სულ ერთი იყო, რომელი გუნდი იქნებოდა მათი მეტოქე.
"Al-Hilal or Al-Shabab in the final?
— Janty (@CFC_Janty) August 9, 2023
🎙️ - Sadio Mane: "I don't know the two teams."
He just came here to collect his money and play with Cristiano Ronaldo 😂 pic.twitter.com/cgfD0AEbPC
საუდის არაბეთის თასის ფინალში ერთმანეთს ორი უძლიერესი გუნდი, "ალ ჰილალი" და "ალ ნასრი" დაუპირისპირდებიან. ამ ორი კლუბის რიგებში, ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს ვიხილავთ, როგორებიც არიან: კალიდუ კულიბალი, რუბენ ნევეში, სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩი, მალკომი, ალექს ტელეში, უესლი ფოფანა, მარსელო ბროზოვიჩი, კრიშტიანუ რონალდუ, ტალისკა და სადიო მანე.
ფინალი 12 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე შედგება.