Belive

ტერ შტეგენის ჯოჯოხეთი გრძელდება - მორიგი ტრავმა და იძულებითი დაბრუნება ბარსელონაში

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას 33 წლის მეკარემ - მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მორიგი ტრავმა, ამჯერად ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც მან საუდის არაბეთი დატოვა და სუპერ თასის სათამაშო განაცხადიდან ამოვარდა. ტერ შტეგენი 19 წლის მეკარემ - დიეგო კოჩენმა ჩაანაცვლა, რომელიც ბარსელონას პირველ გუნდს საუდის არაბეთში გუშინ შეუერთდა.

33 წლის გერმანელი მეკარის ჯოჯოხეთური პერიოდი კვლავ გრძელდება - ამჯერად მან ვარჯიშზე ხელი დაიზიანა. პირველადი სურათი მიუთითებს, რომ პრობლემა სერიოზული არ არის, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმიასთვის, რომ მას ვარჯიში დაესრულებინა, ამიტომაც სამედიცინო პერსონალი ბარსელონაში შემდგომი შეფასების გაკეთებისკენ იყო მიმართული და ასეც მოხდა. მან საუდის არაბეთი დატოვა და კლუბის ექიმთან ერთად ბარსელონაში დაბრუნდა, რათა მალე მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა და მეკარემ მოედანზე დაბრუნება მალე შეძლოს.

ტრავმების გამო ბოლო ორ სეზონში ტერ შტეგენმა მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჟოან გარსიას ტრანსფერისა და შესანიშნავი თამაშის შემდეგ კი კატალონიელთა კარში გერმანელის ხილვის შანსები უფრო და უფრო მცირდება. ახალი ტრავმა ბარსელონასთვის ცუდი იმ მხრივაცაა, რომ კატალონიელებს გერმანელი კიპერის სხვა გუნდში იანვარში გაშვება გაუჭირდებათ.

ბარსელონა ესპანეთის სუპერ თასის 1/2-ფინალში ბილბაოს დაუპირისპირდება. მატჩი 7 იანვარს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები