"საინტერესო, მაგრამ ძვირადღირებული" - გერმანელი ჟურნალისტი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნდესლიგის ისტორიული გუნდი ქართველი ფეხბურთელით არის დაინტერესებული. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ხვიჩასა და "ბორუსიას" შესაძლო კავშირზე ახლახანს SkySports.De-ის ჟურნალისტმა, მაქს ბილეფელდმაც დაწერა.
"მიუხენგლადბახის ბორუსია" თვალს ადევნებს ხვიჩა კვარაცხელიას. ის მიიჩნევა "საინტერესო, თუმცა ძვირადღირებულ" ფეხბურთელად. ფასი მერყეობს 15-20 მილიონ ევროს შორის. მოვლენები შესაძლოა დააჩქაროს ტურამის, პლეას, ჰოფმანის გუნდიდან წასვლამ," - წერს მაქს ბილეფელდი.ამჟამინდელი მდგომარეობით, იმისთვის, რათა "ბორუსიამ" ახალი მოთამაშეების დამატება შეძლოს, მან ჯერ რომელიმე ვარსკვლავი უნდა გაყიდოს.
Borussia Mönchengladbach is keeping an eye on Khvicha Kvaratskhelia ⚫️⚪️🟢
He’s considered a “very interesting, but expensive” player. Price tag between 15-20m€.
Things could speed up in case of departures (Thuram, Pléa, Hofmann)#TransferUpdate pic.twitter.com/0hiYe9GYSS— Max Bielefeld (@Sky_MaxB) July 20, 2021