Belive

საფრანგეთმა მძიმე მატჩში პარაგვაი დაამარცხა - "ლე ბლე" მეოთხედფინალშია

21 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საფრანგეთმა, პარაგვაი, მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ფრანგთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ამის მიუხედავად, პირველ ნახევარში, პარაგვაი დაცვაში კარგად თამაშობდა. ამის გამო, ფრანგებს მეტოქის საჯარიმოში შესვლა უჭირდათ და ძირითადად, შორეულ დარტყმებს ჯერდებოდნენ. პირველ 45 წუთში, გუნდებს კარში არ დაურტყამთ. ხოლო ვერც ერთი პარაგვაელი ფეხბურთელი, საფრანგეთის საჯარიმოში, ბურთს ვერ შეეხო.

მეორე ნახევარშიც მსგავსი სათამაშო სურათი მივიღეთ. ფრანგები მეტოქის კარის მიმართულებით შორიდან ურტყამდნენ. ამ კუთხით, ყველაზე მეტად ადრიენ რაბიო და მანუ კონე გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთი შეტევის დროს, მანუ კონეს უძლიერესი და საკმაოდ რთული დარტყმული პარაგვაელთა მეკარემ, ორლანდო ხილიმ მოიგერია. საბოლოოდ, "ლე-ბლემ" გოლი პენალტიდან გაიტანა. დეზირე დუეს შეტევის დროს, დიეგო გომესმა, მის წინააღმდეგ, წესები დაარღვია, რასაც პენალტი მოჰყვა. ეს პენალტი მბაპემ გაიტანა, რომელსაც ამ მუნდიალზე უკვე 7 გოლი დაუგროვდა.

ამ მატჩის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დეტალი ის იყო, რომ პარაგვაი, მთელი თამაშის განმავლობაში, ძალიან უხეშად თამაშობდა, მაგრამ არც ერთ პარაგვაელს ყვითელი ბარათი არ მიუღია. საპირისპიროდ კი, საფრანგეთმა 3 მიიღო. სამხრეთ ამერიკელებმა, პირველად, კარში, 90-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც ფრანგთა კარს მაურისიო ემუქრებოდა.

პარაგვაი ამ მარცხით, მუნდიალს დაემშვიდობა. საფრანგეთი კი, მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები