Belive

კილიან მბაპე: "რეალი ყოველთვის უმაღლეს მწვერვალზე უნდა იყოს"'

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპემ უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყის ტურში ინტერთან მოპოვებული გამარჯვება (2:1) შეაფასა და მადრიდული გუნდის ამბიციებზე ისაუბრა.

"ჯერ კიდევ ადრეა იდეაურობაზე საუბარი. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა ახლახან დავიწყეთ და გავიმარჯვეთ. ცხადია, გვსურს მივაღწიოთ რაღაც განსაკუთრებულს, გვინდა ვიყოთ გუნდი, რომელიც მზადაა მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს კონკურენცია გაუწიოს.

ჩემპიონთა ლიგაში გასული სეზონი ჩვენთვის საკმაოდ რთული გამოდგა, მაგრამ მოგეხსენებათ, რეალი მუდამ მწვერვალზე უნდა იყოს და იმედი მაქვს, წელს, როგორც ერთიანი გუნდი და კოლექტივი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ აღმოვჩნდეთ იქ, სადაც გვსურს ყოფნა", - კილიან მბაპე.

ინტერთან მატჩში კილიან მბაპე რეალის პირველი გოლის ავტორი გახდა. მიმდინარე სეზონში მბაპემ ჯამში ხუთი მატჩი ჩაატარა და ხუთი გატანილი ბურთით გამოირჩა.

სხვა სტატიები