Belive

მურათ იაკინი: "არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 - ფინალურ დაპირისპირებაში, შვეიცარიამ კოლუმბია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა (4:3) და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის შემდგომ, შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მურათ იაკინმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამისთვის, წლების განმავლობაში ვშრომობდით. შვეიცარიის ნაკრებისთვის, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ყველა დროის საუკეთსოა. შეიძლება, აქამდე ეს ბევრს ვერც წარმოედგინა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ ხარისხიან ფეხბურთს ვთამაშობთ, რაც დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ.

სამხრეთ ამერიკული გუნდების მენტალობას კარგად ვიცნობთ. დღევანდელ გამარჯვებაში ეს ფაქტორიც ძალიან დაგვეხმარა. მომდევნო ეტაპზე არგენტინას დავუპირისპირდებით. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, ტაქტიკურად ძალიან საინტერესო მატჩი იქნება.

ყველაზე მთავარია, მომენტებით ისიამოვნო. ასეთ რამეს ყოველდღიურად ვერ ნახავ. ასეთი ისტორიული მოვლენის ნაწილად ყოფნა, რა თქმა უნდა მთელი გუნდისა და ქევყნისთვის, საზეიმო ამბავია. - მურათ იაკინი

შვეიცარია, მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხედ გავიდა 1/4 - ფინალში (1934, 1938, 1954, 2026). ეს ნაკრებისთვის, მუნდიალების ისტორიაში ყველაზე შორი ეტაპია. ახლა კი მათ მორიგი ისტორიული შანსი აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არგენტინას დაამარცხებენ, პირველად ითამაშებენ ნახევარფინალს.

შვეიცარიისა და არგენტინის მატჩი 12 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები