Belive

საფრანგეთმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის განაცხადი წარადგინა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის განაცხადი წარადგინა. დიდიე დეშამმა 25 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ევროპირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.

მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი), მაიკ მენიო (მილანი), ბრაის სამბა (ლანსი)

მცველები: ჯონათან კლაუსი (მარსელი), ტეო ერნანდესი (მილანი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), ფერლან მენდი (მადრიდის რეალი), ბენჟამენ პავარი (მილანის ინტერი), უილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (მიუნხენის ბაიერნი)

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (მადრიდის რეალი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო), ნ'გოლო კანტე (ალ-იტიჰადი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), აურელიენ ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირე-ემერი (პსჟ)

თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (პსჟ), კინგსლი კომანი (მიუნხენის ბაიერნი), უსმან დემბელე (პსჟ), ოლივიე ჟირუ (მილანი), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ), მარკუს ტურამი (მილანის ინტერი)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 5 ივნისს ლუქსემბურგის, 9 ივნისს კანადის წინააღმდეგ. ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები ავსტრიის, ნიდერლანდების და პოლონეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები