Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება და საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში პირველი დიდი ტურნირის ფინალური ეტაპისთვის მზადებას იწყებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, აღნიშნული ტურნირისთვის მოსამზადებელი პერიოდის დაწყების წინ პრესკონფერენცია გამართა და იქ ჩვენი გუნდის შემადგენლობაც დაასახელა. ვილი სანიოლმა აღნიშნა ისიც, რომ ეს განაცხადი პირველადი სიაა, თუმცა დასკვნით, ოფიციალურ სიას, 7 ივნისამდე გამოქვეყნდება.

საქართველოს ნაკრების 26-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია"), გიორგი ლორია ("დინამო თბილისი"), ლუკა გუგეშაშვილი ("ყარაბაღი")

დაცვა: სოლომონ კვერკველია ("ალ ახდუდი"), ჯიმი ტაბიძე ("პანეთოლიკოსი"), გურამ კაშია ("სლოვანი"), გიორგი გველესიანი ("პერსეპოლისი"), ლაშა დვალი ("აპოელი"), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე"), ოთარ კაკაბაძე ("კრაკოვია"), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი"), გიორგი წიტაიშვილი ("დინამო ბათუმი"), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი")

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი"), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი"), გიორგი ჩაკვეტაძე ("უოტფორდი"), სანდრო ალთუნაშვილი ("ვოლფსბერგერი"), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე"), ჯაბა კანკავა ("სლოვანი"), ანზორ მექვაბიშვილი ("კრაიოვა"), გიორგი მიქაუტაძე ("მეცი"), საბა ლობჟანიძე ("ატლანტა იუნაიტედი"), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო"), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") ბუდუ ზივზივაძე ("კარლსრუე"), გიორგი ქვილითაია ("აპოელი").

საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-მდე ერთი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი, 9 ივნისს, მონტენეგროსთან სტუმრად, პოდგორიცაში. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქ ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე", თურქეთის ნაკრებთან გამართავს.

სხვა სტატიები