საფრანგეთის თასზე პარი სენ ჟერმენის მეტოქე გაირკვა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში ,,პარი სენ ჟერმენის'' მეტოქე National 2-ის (რანგით მე-4 ლიგა საფრანგეთში) გუნდი ,,ბრიუშენი'' იქნება. მატჩი 26 თებერვალსაა ჩანიშნული.
თასის მერვედფინალში პარიზულმა კლუბმა ,,ლე მანი'' 2:0 დაამარცხა, ,,ბრიუშენმა'' კი ,,ნიცას'' გაგდება შეძლო (2:1).
საფრანგეთის თასის მეოთხედფინალური წყვილები:
ბრესტი - დიუნკერკი
კანი - გინგამი
ბრიუშენი - პსჟ
ანჟერი - რეიმსი
საფრანგეთის თასის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ,,პსჟ-ა'', რომელმაც შარშან ფინალში ,,ლიონს'' მოუგო.