საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
23-კაციან სიაში ,,პარი სენ ჟერმენის'' 17 წლის ნახევარმცველი, უორენ ზაირ-ემერი მოხვდა, რომელიც ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს.
საფრანგეთის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები - ალფონს არეოლა, მაიკ მენიო, ბრის სამბა
მცველები - ჟონათან კლოსი, ლუკა ერნანდესი, ტეო ერნანდესი, იბრაიმა კონატე, ჟიულ კუნდე, ჟან-კლერ ტოდიბო, დაიო უპამეკანო, ვილიამ სალიბა.
ნახევარმცველები - ედუარდო კამავინგა, იუსუფ ფოფანა, ბუბაქარ კამარა, ადრიენ რაბიო, უორენ ზაირ-ემერი.
თავდამსხმელები - კილიან მბაპე, უსმან დემბელე, რანდალ კოლო-მუანი, ოლივიე ჟირუ, კინგსლი კომანი, ანტუან გრიზმანი, მარკუს ტურამი.
დიდიე დეშამის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში 18 ქულით პირველ ადგილს იკავებს, 18 ნოემბერს გიბრალტარს უმასპინძლებს, 21-ში კი საბერძნეთს ესტუმრება.