Belive

გიორგი ქოჩორაშვილი: ,,უფრო მეტს ვიმსახურებდით''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, თურქეთთან გამართული მატჩი შეაფასა:

,,ვფიქრობ, უფრო მეტს ვიმსახურებდით. პირველი 15-20 წუთი, არ მოვიტყუები და გაგვიჭირდა. თუმცა, ვიპოვეთ ჩვენ თავში ძალა, რომ წინ წავსულიყავით და გოლი გაგვეტანა.

ჩემი გუნდით, მეგობრებითა და ოჯახით ძალიან ვამაყობ! ყველაფერი ჩავდეთ, მაგრამ, ვფიქრობ, არის რაღაც კომპონენტები, რაშიც მეტოქეს გაუმართლა, ჩვენ კი არა... თუმცა, ვეცდებით, რომ ძალები აღვიდგინოთ და შემდეგ მატჩში უფრო მაღალ დონეზე ვითამაშოთ. თურქეთთან შეხვედრა უკვე წარსულს ჩაბარდა, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, რათა ჩეხეთთან პირველ გამარჯვებას მივაღწიოთ.

ძალიან მიხარია, რომ 10-15 ათასი ქართველი ჩამოვიდა ჩვენს საგულშემატკივროდ, მათი ხმა გვესმოდა და ქომაგობისთვის მადლობას ვუხდით!'' - თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის მომდევნო მატჩს შაბათს, 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები