Belive

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ფილიპ დიალოს, ,,ოქროს ბურთის'' მოგების მთავარ ფავორიტზე ჰკითხეს:

,,ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ალბათ, უსმან დემბელეა, მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

მიხარია, რომ საფრანგეთს 2 ისეთი ფეხბურთელი (დემბელე და მბაპე) ჰყავს, რომლებიც, სულ მცირე, პოდიუმზე უნდა იყვნენ. მოგებას კი დემბელე იმსახურებს.'' - ფილიპ დიალო

2024-2025 წლების სეზონში დემბელეს ანგარიშზე პარი სენ ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 33 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

ფრანგმა შემტევმა პარიზულ კლუბთან ერთად ლიგა 1-ის, ჩემპიონთა ლიგისა და საფრანგეთის თასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები