Belive

ლუის ენრიკე: 'გუნდის მთავარი პენალტისტი მე ვარ'

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის მეორე ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა, საკუთარ მოედანზე ანჟერს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. აღსანისნავია, რომ პსჟ-ს 2-დან 2 გამარჯვება აქვს, თუმცა ერთნაირად მოკრძალებული ანგარიშით. გამარჯვების გოლი ფაბიან რუისმა 50-ე წუთზე გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი მცირე დისკომფორტის გამო გამოტოვა. შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის დემბელეს გაფუჭებულ პენალტსა და ჯიჯი დონარუმასთან დამშვიდობებაზე.

მატჩის შეფასება:

ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. რთულია თამაში გუნდთან, რომელსაც დაცვის ღრმა ბლოკი აქვს და მოედნის მდგომარეობამ კიდევ უფრო გაართულა საქმე, თუმცა, ჩემი ფეხბურთელები ამით არცერთ მომენტში არ შეშფოთებულან. ვფიქრობ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველი 20 წუთი, მოწინააღმდეგის ფიზიკური ძალის გათვალისწინებით, უფრო რთული იყო. ბევრი შანსი ვერ შევქმენით, მაგრამ მთელი დროის განმავლობაში ვდომინირებდით.

ვინ არის მთავარი პენალტისტი, ვიტინია თუ დემბელე? (დემბელემ პენალტი გააფუჭა)

მე ვარ, ნამდვილად მე ვარ (იცინის). რადგან ამ გუნდში მთავარი მე ვარ, შემიძლია ნებისმიერი მოთამაშე ავირჩიო. ჩვენ გვაქვს ამის მენეჯმენტის უნარი, რადგან საუკეთესო მეგოლეები მყავს.

დონარუმას საჯარო გაცილებაზე:

ყოველთვის სასიამოვნოა გულშემატკივრების მხარდაჭერის ნახვა. მესმის, რომ ეს განსაკუთრებული მომენტია ჯიჯოსთვის. მშვენიერია ამ თავდაჯერებულობისა და აღიარების შეგრძნება.

ბალახის ცუდ მდგომარეობაზე:

ბურთის კარგად შესაგრძნობად, კარგი მდგომარეობის მქონე მოედანი გვჭირდება, მაგრამ ამ საღამოს ასე არ მოხდა. გულწრფელად რომ ვთქვა, კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეებით, რომ ამაზე ბევრს არ საუბრობენ. ეს ისეთი რამ იყო, რისი პროგნოზირებაც არ შემეძლო.

სეზონის გეგმები:

სწრაფად უნდა დავივიწყოთ წინა სეზონში მოპოვებული ხუთივე ტიტული, რადგან ისინი წარსულს ეკუთვნის. მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი მოტივაციაა, კვლავ ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. - განაცხადა ლუის ენრიკემ

პსჟ-ს ორიდან ორი გამარჯვება აქვს და ცხრილის პირველ ადგილზეა, თუმცა სხვა გუნდები მეორე ტუურის შეხვედრებს ამ შაბათ-კვირას ჩაატარებენ. პარიზული გრანდი მესამე ტურს 30 აგვისტოს, სტუმრად, ტულუზას წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები