Belive

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? TNT Sports-მა 10 მთავარი ფავორიტი დაასახელა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

TNT Sports-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ერთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ, TNT ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტად პარი სენ ჟერმენისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, ვიტინიას ასახელებს.

რეიტინგში მე-10 ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს:

,,ეს ნამდვილად შესანიშნავი სეზონი იყო ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელიც პსჟ-სა და ნაპოლისთან ერთად საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონი გახდა. მან, რა თქმა უნდა, მონაგარს ჩემპიონთა ლიგაც დაამატა, რადგან, ზამთარში, პარიზულ გიგანტში გადასვლის შემდეგ, პლეი-ოფში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

კვარამ სეზონი 12 გოლითა და 8 ასისტით დაასრულა. მან პსჟ-ს შეტევის ახალ დონეზე აყვანაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. საბოლოო ჯამში, მას რეიტინგში უფრო მაღალი ადგილის მოსაპოვებლად მხოლოდ რიცხვები (სტატისტიკა) აკლია.'' - წერს TNT Sports

TNT Sports-ის რჩეულთა შორის, ვიტინიას გარდა, ხუთეულში მოხვდნენ უსმან დემბელე, ლამინე იამალი, რაფინია და ნუნო მენდეში. ნომინანტთა შორის ყველაზე მეტი - 6 ფეხბურთელი პარი სენ ჟერმენიდანაა.

,,ოქროს ბურთის'' 10 მთავარი პრეტენდენტი TNT Sports-ის ვერსიით:

  1. ვიტინია

  2. უსმან დემბელე

  3. ლამინე იამალი

  4. რაფინია

  5. ნუნო მენდეში

  6. აშრაფ ჰაკიმი

  7. მოჰამედ სალაჰი

  8. ჯანლუიჯი დონარუმა

  9. კილიან მბაპე

  10. ხვიჩა კვარაცხელია

სხვა სტატიები