Belive

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 4 წელია პენალტი არ გაუფუჭებია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 4 წელია თამაშიდან პენალტი არ გაუფუჭებია. გუშინ, ისლანდიას კილიან მბაპემ სწორედ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაუთანაბრა, ეს კი ზედიზედ მე-15 წარმატებული პენალტი იყო (საბოლოოდ საფრანგეთს ბარკოლამ მოაგებინა - 2:1).

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა, ეს თამაშიდან შესრულებულ თერთმეტმეტრიანებს არ ეხება და მათი შესანიშნავი სერია გრძელდება.

ბოლოს საფრანგეთმა პენალტი 2021 წლის ივნისში ვერ გაიტანა, კარიმ ბენზემას დარტყმა უელსელმა დენი უორდმა მოიგერია. მას შემდეგ მათი სტატისტიკა ასე გამოიყურება -15 წარმატებული პენალტიდან 11 კილიან მბაპემ გაიტანა, 2 ანტუან გრიზმანმა, 1 რანდალ კოლო მუანიმ და 1 კარიმ ბენზემამ.

სხვა სტატიები