ხესე: "2025 წლის ოქროს ბურთს მბაპე იმსახურებს"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, 32 წლის ხესემ ოქროს ბურთის მოახლოებულ დაჯილდოებაზე და კილიან მბაპეზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მბაპეს კარიერაში მოვიდა დრო, რომ ოქროს ბურთი მოიგოს და წლევანდელ დაჯილდოებაზე, სწორედ რომ ოქროს ბურთს კილიან მბაპე იმსახურებს.
„როდესაც პარიზში ვთამაშობდი, კილიანი ხშირად მეკითხებოდა რეალსა და მადრიდულ გარემოზე. მას აინტერესებდა ბერნაბეუ, მისი ოცნება ყოველთვის თეთრი მაისურის მორგება იყო.
როდესაც საფრანგეთს ვტოვებდი, მან რეალზე კიდევ მკითხა, მე კი ვუთხარი, რა იყო მისი მიზანი, ფრანგმა კი ოქროს ბურთი დამისახელა. დიახ, სწორედ ამ ოქროს ბურთის დრო მოვიდა და მჯერა, რომ მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე, საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ფრანგს დაასახელებენ.
ის, რასაც მბაპე მოედანზე აკეთებს, სხვებს ნამდვილად არ შეუძლიათ..." - ხესე
ხესე მადრიდის რეალის აღზრდილია და მან კარიერა კასტილიაში დაიწყო, შემდეგ კი პირველ გუნდში 63-ჯერ ითამაშა, სადაც 13 გოლიც გაიტანა.
კილიან მბაპემ კი გასულ სეზონში 59 მატჩი ჩაატარა, სადაც 44 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, თუმცა 'სამეფო კლუბთან' ერთად პირველ სეზონში მხოლოდ უეფას სუპერთასი მოიგო.
ოქროს ბურთის მფლობელი 22 სექტემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც პარიზი უმასპინძლებს.