Belive

ჰოლანდის ფენომენალური სტატისტიკა - თამაშის კომპონენტი, რომელშიც ნორვეგიელი ყველას აღემატება

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტისა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი ფენომენალურ სეზონს ატარებს. ჰოლანდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში უკვე შეძლო 14 გოლის გატანა და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა, ეს არაა ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც ნორვეგიელი სხვა თავდამსხმელებს აღემატება.

სტატისტიკისა და რეიტინგის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ (Sofascore), ევროპის წამყვანი ლიგების შემტევების შესახებ საინტერესო კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ერლინგ ჰოლანდი თამაშგარე მდგომარეობაში ყველაზე ნაკლებად ხვდება.

შედარებისთვის, ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 108 მატჩში, ჰოლანდი მხოლოდ 18-ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც ვიქტორ ოსიმენი 95 შეხვედრაში 117-ჯერ გაება მეტოქის მცველების მახეში.

მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტიში მოვედი, თამაშგარე მდგომარეობაში მხოლოდ 18-ჯერ მოვხვდი. ვფიქრობ, 3.5 წლის განმავლობაში 18 ოფსაიდი ნორმალური შედეგია. ეს არის თამაშის კომპონენტი, რომლის დახვეწაზეც 13 წლის ასაკიდან ვზრუნავ. მაშინ ჯერ კიდევ ბრინეში ვთამაშობდი. - ერლინგ ჰოლანდი.

თამაშგარე მდგომარეობის სტატისტიკა

  • ერლინგ ჰოლანდი - 108 მატჩი, 18 ოფსაიდი

  • სერუ გირასი - 91 მატჩი, 45 ოფსაიდი

  • ლაუტარო მარტინესი - 113 მატჩი, 50 ოფსაიდი

  • ჰარი კეინი - 111 მატჩი, 54 ოფსაიდი

  • რობერტ ლევანდოვსკი - 112 მატჩი, 67 ოფსაიდი

  • კილიან მბაპე - 109 მატჩი, 111 ოფსაიდი

  • ვიქტორ ოსიმენი - 95 მატჩი, 117 ოფსაიდი

სხვა სტატიები