Belive

არდა გიულერმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არდა გიულერმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლანკოსების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

თურქი ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი მადრიდის რეალთან ძალაში 2032 წლის 30 ივნისამდე იქნება.

"არდა გიულერი მადრიდის რეალს 2023 წლის ივლისში, 18 წლის ასაკში შეუერთდა. ჩვენს კლუბში გატარებული 4 სეზონის განმავლობაში მან 126 მატჩი ჩაატარა და ხუთი ტიტული მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი.

ის თამაშობს თურქეთის ეროვნულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც დღემდე 38 მატჩი აქვს ჩატარებული.

სექტემბერში მან 2025/2026 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მიიღო", - წერს მადრიდის რეალის ოფიციალური ვებგვერდი.

არდა გიულერს ამ სეზონში რეალის შემადგენლობაში 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები