სადიო მანე კარიერას ბაიერნში გააგრძელებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპული'' ,,ბაიერნს'' სადიო მანეს ტრანსფერზე შეუთანხმდა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, სენეგალელი მიუნხენურ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობები უკვე რამდენიმე კვირაა, შეთანხმებული იყო. ,,მერსისაიდელები'' 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს მიიღებენ. მანე ,,ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.
BREAKING: Sadio Mane set to join Bayern Munich after transfer agreed with #LFC Full details via @TheoSquiresECHO https://t.co/KpBQzUp91o — Liverpool FC News (@LivEchoLFC) June 17, 2022