მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდები
ბიზნეს-პორტალმა Brand Finance-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდების სია გამოაქვეყნა.
ვებგვერდის ინფორმაციით, რეიტინგში პირველ ადგილს მადრიდის ,,რეალი'' იკავებს, რომლის ღირებულება, შარშანდელთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და 1.7 მილიარდი ევრო შეადგინა. როგორც Brand Finance წერს, ამ ყველაფრის მიზეზი ,,სამეფო კლუბის'' შემოსავლების რეკორდული ზრდაა, რაც გამოწვეულია წარმატებით როგორც უშუალოდ მოედანზე, ასევე - მის გარეთ.
მეორე ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდი ,,მანჩესტერ სიტია'', რომელიც 1.6 მილიარდ ევროდაა შეფასებული - ქალაქელები გასულ წელს პირველ პოზიციას იკავებდნენ.
ტოპ სამეულში, ასევე, კატალონიის ,,ბარსელონა'' მოხვდა - ,,ბლაუგრანას'' ღირებულება 1.5 მილიარდი ევროა.
საინტერესოა, რომ ტოპ ათეულში პრემიერლიგის გუნდების სრული დომინაციაა და 10-დან 6 კლუბი სწორედ ინგლისიდანაა:
რეალი - 1.7 მილიარდი ევრო
მანჩესტერ სიტი - 1.6 მილიარდი ევრო
ბარსელონა - 1.5 მილიარდი ევრო
მანჩესტერ იუნაიტედი - 1.4 მილიარდი ევრო
ლივერპული - 1.4 მილიარდი ევრო
ბაიერნი - 1.2 მილიარდი ევრო
პსჟ - 1.2 მილიარდი ევრო
არსენალი - 1 მილიარდი ევრო
ტოტენჰემი - 0.9 მილიარდი ევრო
ჩელსი - 0.8 მილიარდი ევრო
In 2024, @realmadrid reclaims its title as the world’s most valuable football club brand, knocking 2023 winner @ManCity off the top spot.@FCBarcelona retains 3rd place despite a tricky year off the pitch. UK football clubs dominate the top 10: @ManUtd and @LFC retain 4th and… pic.twitter.com/HFD4mq2WNq
— Brand Finance (@BrandFinance) July 17, 2024