სადებიუტო მატჩში მბაპე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში, "მალიორკასა" და "რეალის დაპირისპირება შედგება. შეხვედრა, რომელშიც კილიან მბაპეს დებიუტი შედგება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ამიტომ პოპულარულმა სპორტულმა არხმა ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო.
ESPN ოფიციალურად ადასტურებს, რომ "მალიორკასა" და "რეალის" პირდაპირი ტრანსლაციის დროს, მთელი მატჩის განმავლობაში 1 კამერა მხოლოდ კილიან მბაპეზე იმუშავებს და ფრანგი ვარსკვლავის თითოეულ ნაბიჯს დააფიქსირებს.
❗️Official: ESPN have announced that they will broadcast today's game with a camera that follows only Kylian Mbappé for the entire 90 minutes. pic.twitter.com/ujmYzaf69V
— Madrid Universal (@MadridUniversal) August 18, 2024