უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, "საბურთალოსთან" მარცხის შემდეგ (0:1) ბუქარესტის "სტიაუამ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა.
რუმინეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ხელმძღვანელობამ, ანტონ პეტრეა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედ გამარჯვებულთან საპასუხო მატჩის გამართვამდე 2 დღით ადრე დაითხოვა.
თავდაპირველად, რუმინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სტიაუა" მწვრთნელს იმ შემთხვევაში გაუშვებდა, თუ ორი მატჩის ჯამში ქართული კლუბის ბარიერს ვერ დაძლევდა, თუმცა 47 წლის სპეციალისტის გათავისუფლება ხელმძღვანელებმა გუნდებს შორის გასამართ მეორე შეხვედრამდე გადაწყვიტეს.
"სტიაუასა" და "საბურთალოს" დაპირისპირება 28 ივლისს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება და თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება.