ოფიციალურად: გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარის ფეხბურთელია
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურელი, გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში, დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს.
"საბურთალოს" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა უკრაინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და იგი ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა.
გიორგი გოჩოლეიშვილს თბილისური კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 85 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში 8 გოლი და 12 საგოლე პასია.