Belive

"საბოლოოდ ზივზივაძის სათამაშო კლასი აქ გამოგვადგა" - კარლსრუეს მწვრთნელი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში "კარლსრუე" "ნიურნბერგს" დაუპირისპირდა. აღნიშნულ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობიდან თამაში დაიწყო ბუდუ ზივზივაძემ და ჰეთ-თრიქი შეასრულა. "კარლსრუე" 0:2-ს აგებდა, ბუდუმ კი გატანილი 3 გოლით ინდივიდუალურად შემოატრიალა თამაში და საბოლოოდ შეხვედრა 3:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ "კარლსრუეს" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ვფიქრობდი, რომ პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით, რადგან გვქონდა საკმარისი მომენტები და შანსები, რომ შესვენებამდე ფრე დაგვეფიქსირებინა. თავიდან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ საბოლოოდ ზივზივაძის სათამაშო კლასი აქ გამოგვადგა და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. - კრისტიან აიხნერი - "კარლსრუეს" მთავარი მწვრთნელი

მომდევნო მატჩს "კარლსრუე" "დიუსელდორფის" წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 10 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები