Belive

ბუდუ ზივზივაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში "ჰაიდენჰაიმი" "ჰოფენჰაიმს" ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 34-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან ჰარის ტაბაკოვიჩმა ანგარიში გახსნა, ბუდუ ზივზივაძე მატჩში 46-ე წუთზე ჩაერთო და 65-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმით თავისთვის სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

აღნიშნულ მატჩში Sofascore-მა ქართველს ყველაზე მაღალი 8.1 შეფასება დაუწერა და ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

სრულად საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: მიხაელ ზეტერერი ("ვერდერი") - 7.8

მცველები: დომინიკ კოჰრი ("მაინცი") - 8.0, ჯეფრი გუველეუვი ("აუგსბურგი") - 7.9, ვილი ორბანი ("ლაიფციგი") - 7.8

ნახევარმცველები: დავიდ რაუმი ("ლაიფციგი") - 7.7, ალეიშ გარსია ("ლევერკუზენი") - 8.1, ნადიემ ამირი ("მაინცი") - 8.0, რიცუ დოანი ("ფრაიბურგი") - 7.6, რაფაელ გერეირო ("ბაიერნი") - 8.2, სტივენ სკრიბსკი ("ჰოლშტეინ კილი") - 8.4

თავდამსხმელი: ბუდუ ზივზივაძე ("ჰაიდენჰაიმი") - 8.1

გერმანიის ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო თერთმეტეული

ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმში მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა, მას შემდეგ კი მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამ დროში კი 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ჰაიდენჰაიმს" ბუნდესლიგის ცხრილში 16 ქულა აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზეა (4 მოგება, 4 ფრე, 17 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 16 მარტს, 20:30 საათზე ბოლოსწინა ადგილოსან "კილის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები