Belive

ჰაიდენჰაიმს ბუნდესლიგაში დასარჩენად ბრძოლა მოუწევს | ზივზივაძის შეფასება ბოლო ტურში

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024/2025 წლების სეზონის ბუნდესლიგა დასრულდა. ლევერკუზენის ბაიერს ჩემპიონობა მიუნხენის ბაიერნმა ჩამოართვა, ბოხუმი და ჰოლშტეინ კილი კი გავარდნენ. ჰაიდენჰაიმმა ბოლო ტურში ვერდერს უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. ამ მატჩის მოგებას მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჰაიდენჰაიმს მე-15 ადგილზე გასვლა და ბუნდესლიგაში პირდაპირი წესით დარჩენა შეეძლო, ახლა საქმე სხვაგვარდაა - ბუდუ ზივზივაძის გუნდმა მე-16 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2-მატჩიან დუელში ბუნდესლიგა 2-ის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება, ელიტაში ადგილს გამარჯვებული დაიკავებს.

ქართველი თავდამსხმელი შეხვედრაში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩაერთო. მისი შეფასება 6.2-დან 6.4-დეა. ბუდუს მოედანზე შესვლისას ანგარიში უკვე 0:2 იყო. ჰაიდენჰაიმმა, გატანილი ოლის მიუხედავად, თამაშში ცვლილებების შეტანა ვერ მოახერხა.

იანვრის შემდეგ, ბუდუს ანგარიშზე, ბუნდესლიგაში გატანილი 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები