"საბას ვეტყვი, რომ ნაკრების ვარჯიშზე კვარას ფეხებში ურტყას" - ემპოლის მწვრთნელმა იხუმრა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ემპოლი" სერია A-ს უკანასკნელ ტურში ლაციოსთან 2:1 დამარცხდა და ეს რობერტო დ'ავერსას გუნდისთვის პირველი მარცხი იყო სეზონში. მწვრთნელი გუნდის თამაშით მაინც კმაყოფილი იყო და პრესკონფერენციაზე მომავალი დაპირისპირების შესახებაც იხუმრა. სანაკრებო შესვენების შემდეგ ემპოლი "ნაპოლის" მიიღებს.
საბას (გოგლიჩიძე) ვუთხარი, რომ საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე კვარასთან იუხეშოს და ფეხებში ურტყას, რათა მან ჩვენთან ვერ ითამაშოს - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
ბოლო მარცხი ჩვენთვის არაფერს ცვლის, გვინდოდა სანაკრებო პაუზამდე წაუგებლად მივსულიყავით, მაგრამ შეცდომებზე ფიქრის დრო გვექნება - განაცხადა რობერტო დ'ავერსამ
ემპოლი, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც საბა გოგლიჩიძე სრულფასოვნად დამკვიდრდა, ცხრილის მე-10 ადგილზეა, გუნდს სერია A-ში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 3 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხი აქვს.