საბას გუნდში კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა - ტურინულმა გუნდმა მცველი იყიდა
ქართველი ფეხბურთელის, საბა საზონოვის გუნდმა "ტორინომ" ცენტრალური მცველი იყიდა, 22 წლის ქართველს ალესანდრო ბონჯორნოს გუნდიდან წასვლის შემდეგ კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა, ეს საულ კოკოა, რომელიც "ლას პალმასიდან" "ტორინოში" ჩაფრინდა და ტრანსფერი დიდი ალბათობით მალე გაოფიციალურდება.
ტურინული მედია საშუალება Toro.it საბა საზონოვის ძირითად შემადგენლობაში თამაშის შესაძლო შანსებზე წერს
საბა საზონოვი გუნდში ადგილს დაკარგავს, რადგან მან ჯერ კიდევ იურიჩის დროს აჩვენა, რომ მზად არ არის სერია A-ში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყოს. საინტერესო იქნება შეძლებს თუ არა ქართველი პაოლო ვანოლის ტაქტიკურ მონახაზში მოხვედრას. მას ამ დრომდე ნდობა აკლდა, ამიტომ მას დიდი შრომა მოუწევს, რათა კონკურენციას გაუძლოს და ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლოს. - Toro.it
აღსანიშნავია, რომ ტურინული გუნდის ახალი ფეხბურთელი საულ კოკო პოზიციით ცენტრალური მცველია, მაგრამ მას ასევე შეუძლია ფლანგზე თამაში, ახლა გადასაწყვეტია თუ სად ათამაშებს მას გუნდის მთავარი მწვრთნელი.
"ტორინოს" კიდევ ერთი მცველი ნიდერლანდელი პერ შურსი, რომელიც ბოლო პერიოდში ფლანგის მცველად თამაშობდა გამოჯანმრთელდა და როგორც ახალწვეულს მასაც შეუძლია ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში, ის სარეაბილიტაციო კურსს გადის და სეზონის დასაწყისში გუნდს სრულფასოვნად დაუბრუნდება.