საბა საზონოვი წელს ვეღარ ითამაშებს - მცველმა ოპერაცია გაიკეთა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ემპოლის" მცველი, საბა საზონოვი მოედანზე გასვლას 5-6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. საზონოვმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, "ემპოლის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, 22 წლის ქართველ მცველს ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაუზიანდა და სასწრაფო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო - განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
შეგახსენებთ, საბა საზონოვი "ტორინოს" ფეხბურთელია, რომელსაც 2023 წელს შეუერთდა, თუმცა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, იჯარით "ემპოლის" მაისური მოირგო.