საბა საზონოვმა ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ტორინოს'' ქართველმა მცველმა, საბა საზონოვმა, რომელიც მიმდინარე სეზონს იჯარით ,,ემპოლიში'' ატარებს, გუშინდელ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო.
როგორც გუნდის განცხადებაში ვკითხულობთ, 22 წლის მცველმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში საზონოვი ,,ემპოლის'' განაცხადში 2-ჯერ მოხვდა (ბოლონიასა და იუვენტუსის წინააღმდეგ), თუმცა ჯერჯერობით არ უთამაშია.
საბა პირველ ტურში, ,,ტორინოს'' შემადგენლობაში, ,,მილანის'' წინააღმდეგ მატჩში 88-ე წუთზე ჩაერთო.